რეზონანსი
07.04.2023

მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე მომხდარი სროლის შედეგად ისრაელის ორი მოქალაქე გარდაიცვალა, ერთი კი მძიმედ დაშავდა, - ინფორმაციას BBC-ი ისრაელის თავდაცვის ძალებსა და მედიკოსებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ავტომობილს ცეცხლი ჰამრას დასახლებასთან გაუხსნეს, რის შედეგადაც მასში მყოფი 20 წლამდე ასაკის ორი ქალი დაიღუპა, 45 წლის ქალი კი მძიმედ დაშავდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ „ტერორისტებს ეძებენ".

ისრაელსა და პალესტინელებს შორის ძალადობის ფაქტები მიმდინარე წლის დასაწყისიდან გახშირდა. BBC-ის ინფორმაციით, იმ დროიდან მოყოლებული ისრაელის უსაფრთხოების ძალებმა 90-ზე მეტი პალესტინელის ლიკვიდაცია განახორციელეს. პალესტინელების თავდასხმებს კი ისრაელის მხრიდან 16 ადამიანი, მათ შორის 15 სამოქალაქო პირი და ერთი სამართალდამცავი, ემსხვერპლა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×