რეზონანსი
07.04.2023

გასული წლის ბოლოს აზერბაიჯანმა, საქართველომ, უნგრეთმა და რუმინეთმა ხელი მოაწერეს უმნიშვნელოვანეს დოკუმენტს. პროექტის წარმატებული განხორციელებისთვის საჭიროა ერთობლივი ძალისხმევა, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ კონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ამ პროექტს ევროკავშირმა უკვე დიდი მნიშვნელობა მიანიჭა.

„მრავალო წელია, აზერბაიჯანის კომპანია „სოკარი" წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოში და გუშინ რა ინფორმაციაც მივიღე, იმის თანახმად, 11 000 მეტრის მილსადენი არის ოპერირებაში, აწვდის გაზს 800 000 მომხმარებელს, აბონენტს საქართველოში. აქედან გამომდინარე, ჩვენ მეტს გავაკეთებთ ენერგომიმართულებით. ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დაწყებული გვაქვს. გასული წლის ბოლოს აზერბაიჯანმა, საქართველომ, უნგრეთმა და რუმინეთმა ხელი მოაწერეს უმნიშვნელოვანეს დოკუმენტს და თებერვალში პირველი სამეურვეო კომიტეტის სხდომა ჩატარდა ბაქოში. ეს არის მასშტაბური პროექტი და მისი წარმატებული განხორციელებისთვის საჭიროა ერთობლივი ძალისხმევა ოთხივე ქვეყნიდან და რა თქმა უნდა, ევროკავშირის მხარდაჭერა, რომელმაც უკვე ძალიან დიდი მნიშვნელობა მიანიჭა ამ პროექტს. შემთხვევითი არ არის, რომ ევროკავშირი და ევროკომისიის პრეზიდენტი მონაწილეობდა ხელმოწერის ცერემონიალში", - განაცხადა ილჰამ ალიევმა.

საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტს გასული წლის 17 დეკემბერს მოაწერეს ხელი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×