რეზონანსი
07.04.2023

„დროა" ფინანსდება პირდაპირ ევროპელი გადასახადების გადამხდელების ფულით და ვხედავთ, რომ მათი ძირითად ამოცანა არის რამენაირად ჩაშალონ პროცესი, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას.

„არიან რადიკალური ჯგუფები, რომლებიც წახალისებულები არიან, მათ შორის მაგალითად „დროა" ფინანსდება პირდაპირ ევროპელი გადასახადების გადამხდელების ფულით და ვხედავთ, რომ მათი ძირითად ამოცანა არის რამენაირად ჩაშალონ პროცესი. უკვე საჯაროდაც ამბობენ, რომ ამ ხელისუფლების პირობებში არ უნდათ, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, არ უნდათ, რომ საქართველომ ეს შეძლოს. პირდაპირ ებრძვიან ამ იდეას. სამწუხაროდ, ასეთი გადაწყვეტილებებიც [მოსამართლეების სანქცირება] ზუსტად მათ წისქვილზე ასხამს წყალს, ვინც არის მოწინააღმდეგე საქართველოს ევროპული ინტეგრაციის", - აღნიშნა პაპუაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×