რეზონანსი
08.04.2023

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვაკეში, ჟვანიას ქუჩაზე მომხდარი სროლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მომხდართან დაკავშირებით შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ახლაც მიმდინარეობს. გამოძიება კი, სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღით განხორციელებულ ხულიგნობას გულისხმობს.

ახალგაზრდებს შორის დაპირისპირებისა და სროლის ამსახველი ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში გუშინ გავრცელდა.

კადრებში ჩანს, თუ როგორ ეჯახება გამიზნულად ერთ-ერთი ავტომანქანა მეორეს, ქვეითად მყოფები კი მანქანას ფეხებსა და ხელებს ურტყამენ. ვიდეოში ისმის ასევე სროლისა და გინების ხმა.

„ესე­ნი, ყვე­ლა, უკ­ლებ­ლივ ცი­ხე­ში მინ­და. მერე ხე­ლებს და ენებს და­ვაჭ­რი­დი, ჩემი ნება რომ იყოს და მთე­ლი ცხოვ­რე­ბა თვა­ლე­ბით ეტყვი­ან ყვე­ლას, რა მოს­დევს ავ­კა­ცო­ბას. აქ, ამ დროს, შე­იძ­ლე­ბა მივ­დი­ო­დე მე, შენ, ის, ჩვე­ნი ოჯა­ხის წევ­რე­ბი, ან არა­წევ­რე­ბი, უბ­რა­ლოდ უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნე­ბი და ვინ­მე და­ვი­ღუ­პოთ, და­ი­ღუ­პოთ, ძა­ლი­ან გავმწარ­დი და და­ვით­რგუ­ნე. იმე­დია, ვინ­მე არ შე­ი­წი­რეს ამ უსა­ხუ­რებ­მა და უსუ­ლო­ებ­მა" - წერს ჟურ­ნა­ლის­ტი ეკა ლო­მი­ძე ვი­დე­ოს კო­მენ­ტი­რე­ბი­სას.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×