რეზონანსი
08.04.2023

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „შეიარაღებულმა ძალებმა" ფართომასშტაბიანი „წვრთნები დაიწყო", - ინფორმაციას რუსული მედია ე.წ. აფხაზეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, წვრთნებისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა თანამედროვე ძალებითა და საშუალებებით მტრის კომპლექსური განადგურების საკითხების შემუშავებას.

„შტაბისა და ჯარების წვრთნა მიმდინარეობს აფხაზეთისა და რუსეთის შეიარაღებული ძალების ერთობლივი საბრძოლო მომზადების გეგმის შესაბამისად", - აცხადებენ ე.წ. სამინისტროში.

მათივე განმარტებით, წვრთნების მთავარი მიზანია შტაბისა და ჯარების მზადყოფნის ამაღლება, ასევე მოულოდნელად წარმოშობილი ამოცანების გადაჭრის მიზნით მათი კოორდინაციის ამაღლება. წვრთნების სხვადასხვა ეტაპზე აფხაზეთის ე.წ. „ძალოვანი სტრუქტურების" ძალები და საშუალებებიც ჩაერთვებიან.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×