რეზონანსი
08.04.2023

„ქართული ოცნება" პარტიულ კონფერენციებს აგრძელებს. აჭარის შემდეგ პარტიის ლიდერები დღეს თბილისში დიდუბისა და ჩუღურეთის ადგილობრივ პარტიულ ორგანიზაციებს შეხვდნენ და აირჩიეს თავმჯდომარეები, ასევე ბიუროს წევრები.

პარტიის გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, დიდუბეში პარტიულ ორგანიზაციას ირმა ზავრადაშვილი უხელმძღვანელებს, ჩუღურეთში კი რიმა ბერაძე.

„მინდა მათ წარმატებები ვუსურვო. პარალელურად, ჩვენ ვისაუბრეთ არსებულ გამოწვევებზე, პრობლემებზე, მოვუსმინეთ ასევე მოქალაქეებს, მათ შეხედულებებს ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით.

2024 წელი არის საარჩევნო წელი. დაწყებულია მზადება და ეს პროცესი მთელი საქართველოს მასშტაბით. ანუ, ყველა ქალაქში, რაიონში ვაპირებთ ჩასვლას და ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრას", - განაცხადა კალაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×