რეზონანსი
18.04.2023

ენმ-ის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე, ლევან ბეჟაშვილი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ლევან ხაბეიშვილის პარტიის თავმჯდომარეობიდან გადაყენება და შემცვლელად, პეტრე ცისკარიშვილის, ან თავად ბეჟაშვილის კანდიდატურა განიხილება -" ინფორმაციას არ ვადასტურებ, აბსოლუტურად შეუსაბამოა რეალობასთან და არ ვიცი, რას ემსახურება ამ საკითხის წინ წამოწევა",- განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

ბეჟაშვილის თქმითვე, ნიკა მელიას მიერ გახსნილი ახალი ოფისი პარტიული ბიუჯეტიდან არ დაფინანსდება და პარტიულ სტრუქტურად ვერ მოიაზრება:

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის"არანაირი ცალკე ოფისი პარტიული ბიუჯეტიდან არ და ვერ დაფინანსდება. პარტიას აქვს ცენტრალური და რეგიონალური ოფისები. პარტია ერთიანი, სტრუქტურული ორგანიზმია, პარტიაში გადაწყვეტილებას იღებს პარტიის ახლად არჩეული თავმჯდომარე, სამდივნო და აღმასრულებელი ორგანოები. ამიტომ, ცალკე რაიმე სეპარატისტული ოფისების შექმნა შეიძლება ემსახურებოდეს პირადი ეგოს დაკმაყოფილებას - ოფისი, კაბინეტი და ა.შ. მაგრამ პარტიის სტრუქტურად ეს ვერ მოიაზრება...

თავდასხმები, სეპარატიზმის მცდელობა მომდინარეობს სხვა სუბიექტებისგან და ისინი არ ეგუებიან არჩევნების შედეგებს. ამიტომ საუბრობენ ვადამდელ არჩევნებზე. უნდა მიიღონ არსებული რეალობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ მათ სხვა პოლიტიკური გეგმები აქვთ, „ნაციონალური მოძრაობა" ხელს ვერ შეუშლით" თქვა ბეჟაშვილმა ჟურნალისტებთან.

ცნობისთვის, ნიკა მელიასა და ლევან ხაბეიშვილის მხარდამჭერებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ გამწვავდა, რაც ნიკა მელია, მხარდამჭერებთან ერთად სამუშოდ ახალ ოფისში გადავიდა. როგორც ენმ-ის ყოფილმა თავმჯდომარემ განმარტა, "ოფისი გაიხსნა იმ მძიმე რეალობიდან გამომდინარე, რომელიც დღის წესრიგში დადგა უსამართლოდ ჩატარებული ყრილობის შემდეგ".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×