რეზონანსი
18.04.2023

ჩვენ წელს საკმაოდ მაღალი, 7%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, ასევე ტურიზმის მიმართულებით გვაქვს საკმაოდ პოზიტიური და ოპტიმისტური მონაცემები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„მინდა, რამდენიმე პოზიტიური ინფორმაცია გაცნობოთ, ჩვენ წელს საკმაოდ მაღალი, 7%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, ასევე ტურიზმის მიმართულებით გვაქვს საკმაოდ პოზიტიური და ოპტიმისტური მონაცემები.

მაგალითად, პირველ კვარტალში 1 200 000-ზე მეტი საერთაშორისო მოგზაური ეწვია საქართველოს, რაც რა თქმა უნდა, ძალიან პოზიტიური მაჩვენებელია, თუ შევადარებთ გასული წლის იანვარ-მარტის პერიოდს, ესაა თითქმის 110%-ანი მატება. ასევე ვაჭრობა იზრდება, პირველ კვარტალში, იანვარ-მარტში ექსპორტის 25%-ანი ზრდა დაფიქსირდა და შეადგინა 1.461 მილიარდი დოლარი, რაც პირველი კვარტლის რეკორდულ მოცულობას გაუტოლდა,"- აღნიშნა პრემიერმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×