რეზონანსი
18.04.2023

აშშ რუსეთს აფრთხილებს, არ შეეხოს ამერიკულ ბირთვულ ტექნოლოგიას ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის წერილზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც ტელეკომპანია CNN-ი იუწყება, წერილში, რომელიც დათარიღებულია 2023 წლის 17 მარტით, აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის გაუვრცელებლობის პოლიტიკის ოფისის დირექტორი რუსული Rosatom-ის გენერალურ დირექტორს წერს, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური „შეიცავს ამერიკული წარმოშობის ბირთვულ ტექნიკურ მონაცემებს, რომლის ექსპორტს შეერთებული შტატების მთავრობა აკონტროლებს".

კერძოდ, საქონელი, პროგრამული უზრუნველყოფა და ტექნოლოგია ექვემდებარება აშშ-ის საექსპორტო კონტროლს, როდესაც შესაძლებელია მათი გამოყენება ისე, რომ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს საფრთხე შეუქმნას.

მიუხედავად იმისა, რომ ატომურ ელექტროსადგურზე ფიზიკურად ჯერ კიდევ უკრაინული პერსონალი მუშაობს, მას Rosatom-ი მართავს.

აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტმა გააფრთხილა Rosatom-ი წერილში, რომ რუსეთის ნებისმიერი მოქალაქის ან სუბიექტის მიერ აშშ-ის ტექნოლოგიის მართვა არაკანონიერია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×