რეზონანსი
18.04.2023

ვარკეთილში, ცოტა ხნის წინ ავარიას 12 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. როგორც ირკვევა, ავტომობილის მძღოლი მაღალი სიჩქარით გადაადგილდებოდა, რამაც კატასტროფა გამოიწვია.

გავრცელებული ინფორმაციით, არასრულწლოვანი ტროტუარზე იდგა, რა დროსაც შეჯახება მოხდა. გარდაცვლილი გოგონა, სავარაუდოდ 117-ე საჯარო სკოლის მოსწავლე იყო. ამის შესახებ მზია მელაძე წერს ვარკეთილის ჯგუფში.

როგორც სოციალურ ქსელში წერენ, რთული ასაღწერია, რაც ცოტა ხნის წინ მოხდა.

"უფალო ეს რა ვნახე ეხლა უნდა დამეწერა ცოცხალ მკვდარი ვარ თუ ვინმეს ვინაობა ეცოდინება გთხოვთ პირადად მომწეროთ მინდა მივიდე".

"მეც იქ ვიყავი. ეს რა ვნახე! საცოდავი ბავშვი"

"ალბათ არასდროს ამოვა გონებიდან ეს დღე საშინელება იყო"

თავიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ მძღოლი მიიმალა, თუმცა დაუზუსტებელი ინფორმაციით დამნაშავე უკვე დაიჭირეს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×