რეზონანსი
18.04.2023

კლინიკა „ვივამედის" გენერალური დირექტორი ნინო ნადირაძე მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობის" ინიციატივა სააკაშვილის მკურნალობის საკითხზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ პოლიტიკური შინაარსის მატარებელია.

„ეს უფრო პოლიტიკური შინაარსის მქონე რაღაც მგონია, ვიდრე საქმიანი. ვერც ამ შემთხვევაში ვხედავ პრობლემას. ალბათ რაღაც თავიანთი პოლიტიკური მიზნები აქვთ. როგორ ვისაუბროთ მკურნალობაზე, რომელსაც პაციენტი უნდობლობას და უარს უცხადებს?" - აცხადებს ნინო ნადირაძე.

„ნაციონალურ მოძრაობას" სურს, პარლამენტში შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც შეისწავლის, ირღვეოდა თუ არა პენიტენციურ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის უფლებები და ისიც, იმყოფება თუ არა ექსპრეზიდენტი კლინიკა „ვივამედში" სათანადო პირობებში. ამ კომისიის შესაქმნელად „ნაცმოძრაობას" ოპოზიციონერი კოლეგების დარწმუნება მოუწევს, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ინიციატივას საკმარისი ხმები არ ექნება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×