რეზონანსი
18.04.2023

"ქართული ოცნება" დღეს უკვე პოლიტიკურად და სამართლებრივადაც შეუერთდა „კლანს" და დაადასტურა დანაშაულში თანამონაწილეობა - სანქცირებული „კლანის" მფრაველობა საფრთხეს უქმნის "ოცნების" უსაფრთხოებასაც , - ამის შესახებ „ლელოს" დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც შეაფასა უმრავლესობის გადაწყვეტილება მოსამართლეების მიმართ სოლიდარობის ნიშნად რეგისტრაცია არ გაევლოთ და კვორუმის არ არსებობის გამო საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრა არ შედგა.

როგორც მან აღნიშნა, "ქართული ოცნება" დანაშაულის დამალვითაა დაკავებული.

"დღეს "ქართული ოცნება" დამარცხდა და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ დანაშაულის თანამონაწილეა და ამ დანაშაულის დამალვითაა დაკავებული.

ხელისუფლებას, რომელსაც სჯერა საკუთარი განცხადებების, რომ სასამართლოში პრობლემები და მძიმე დანაშაულები არ არის, არ შეუშინდებოდა სიმართლის დამდგენი კომისიის შექმნას. "ქართულ ოცნებას" ეშინია სიმართლის, ამიტომაც გაიქცა ბრძოლის ველიდან, რომ არ შექმნილიყო სიმართლის დამდგენი კომისია სასამართლოსთან მიმართებით.

მადლობა მინდა ვუთხრა ოპოზიციას მობილიზებისთვის და იმედი მაქვს, რომ ეს მობილიზება გაგრძელდება. თუმცა, ფაქტია "ქართული ოცნება" დღეს უკვე პოლიტიკურად და სამართლებრივადაც იმით, რაც დარბაზში მოხდა, შეუერთდა კლანს და დაადასტურა დანაშაულში თანამონაწილეობა. შეგახსენებთ, რომ სანქცირებული კლანის მფრაველობა საფრთხეს უქმნის "ქართული ოცმების" უსაფრთხოებასაც", - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ცნობისთვის, კვორუმის არარსებობის გამო, სასამართლოსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრა ვერ შედგა. უმრავლესობის გადაწყვეტილებით, მათ კენჭისყრისთვის რეგისტრაცია არ გაიარეს, რაც უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ქართველი მოსამართლეების მიმართ "სოლიდარობის აქტად" შეაფასა. სხდომაზე რეგისტრაცია მხოლოდ 51-მა დეპუტატმა გაიარა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×