რეზონანსი
19.04.2023

ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციამ თურქეთის ბაზრიდან გარკვეული მედიკამენტების მოწოდებასთან დაკავშირებული შეფერხებების თაობაზე განცხადება გაავრცელა. ასოციაციის ინფორმაციით, გარკვეულ მედიკამენტებზე, როგორც ასორტიმენტის, ასევე რაოდენობის მხრივ, თურქი მომწოდებლების მხრიდან მოწოდება შეიზღუდა. თუმცა მიზეზები განცხადებაში განმარტებული არ არის.

ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ირაკლი მარგველაშვილმა გადაცემა „საქმის კურსში“ იმ მიზეზებზე ისაუბრა, რასაც შესაძლოა ეს პროცესი გამოეწვია. მან ასევე განმარტა, აღნიშნული ფაქტი შექმნის თუ არა საქართველოში მედიკამენტებზე დეფიციტს.

„მედიკამენტები, რომელიც თურქეთიდან საქართველოში ე.წ გამარტივებული წესით შემოდის, თურქული ბაზრისთვის არის განკუთვნილი და შესაბამისად გარკვეული მედიკამენტების სიჭარბის შემთხვევაში საშუალება გვაქვს ისინი საქართველოში წამოვიღოთ, რადგან იქ მედიკამენტებზე დაბალი ფასია.

რაც შეეხება მდგომარეობის ცვლილებას, საუბარია დეკემბერში მიღებულ გადაწყვეტილებაზე თურქეთის მთავრობის მიერ, რომ მედიკამენტებზე ფასმა მოიმატა, - პერიოდულად თურქეთის მთავრობა მედიკამენტებზე ფასების გადახედვას აკეთებს. ასევე იანვარში გარკვეული შეზღუდვები შეიქმნა რაოდენობრივად იმ მედიკამენტების ექსპორტზე თურქეთიდან სხვა ქვეყნებში, რომლებიც თურქეთში თავად იქნა იმპორტირებული - ეს კონკრეტულად რა მიზეზით მოხდა ვერ გეტყვით, რადგან თურქეთის რეგულატორთან არის დაკავშირებული.

ეს შეზღუდვები მედიკამენტების ექსპორტს საქართველოში შედარებით გაართულებს, მაგრამ მთლიანად მედიკამენტების დეფიციტს არ შექმნის. მედიკამენტების შემოტანის გართულება იმას ნიშნავს, რომ შეიძლება ის რაოდენობა არ იყოს, რომელიც აქამდე მოდიოდა“, - განუცხადა "ბიზნეს მედიას" მარგველაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×