რეზონანსი
19.04.2023

რადიკალიზმზეა ორიენტირებული და ამიტომ, ამომრჩეველს ნელ-ნელა კარგავს

ოპოზიციის ნაწილს ვერაფრით წარმოუდგენია, როგორ შეიძლება ბიზნესი დამოუკიდებელი იყოს, მასში სახელმწიფო არ ჩაერიოს და ამიტომ, ისევ იმ ძველი ნარატივითა და მიდგომებით აგრძელებენ ფიქრს - ეს არის მათი დამახინჯებული ფსიქოლოგია, - ამის შესახებ გადაცემა „პოლიტიკურ პოსტში" „ხალხის ძალის" წევრმა და დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია საზოგადოების ნაწილის დაკვეთას ვერ ასრულებს და სწორედ ამიტომ, თავის ამომრჩეველს ნელ-ნელა კარგავს.

„მას შემდეგ, რაც 2012 წელს ხელისუფლება შეიცვალა, დიახ, ქვეყანაში ყველაფერი აბსოლუტურად სხვანაირად არის: აღარც ბიზნესის რეკეტი მიმდინარეობს სახელმწიფოს მიერ, აღარც სასამართლო არის მიტაცებული (დამოუკიდებელია და ეს სხვადასხვა კვლევით დასტურდება) და ა.შ. ოპოზიციის ნაწილს კი ვერაფრით წარმოუდგენია, როგორ შეიძლება ბიზნესი დამოუკიდებელი იყოს, მასში სახელმწიფო არ ჩაერიოს და ამიტომ, ისევ იმ ძველი ნარატივითა და მიდგომებით აგრძელებენ ფიქრს - ეს არის მათი დამახინჯებული ფსიქოლოგია.

ფაქტია, რომ ოპოზიცია იმ დაკვეთას ვერ ასრულებს, რაც მათი ამომრჩევლის ნაწილს, საზოგადოებას უნდა - „ქართულ ოცნებას" ამა თუ იმ კანონპროექტის მიღების ან შემუშავებისას ოპონირება გაუწიოს. ქართული ოპოზიცია ფუნქციონირებს ისე, რომ რაც შეიძლება მეტი რადიკალიზმი შემოიტანოს ქართულ სახელმწიფოში, რაც შეიძლება მეტი აგრესია გამოიწვიოს, რაც შეიძლება მეტად დახლიჩოს საზოგადოება და ეს ყველაფერი მხოლოდ იმისთვის, რომ ხელისუფლება ხელში ჩაიგდოს. სწორედ ამიტომ, ოპოზიცია თავის ამომრჩეველს ნელ-ნელა კარგავს", - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×