რეზონანსი
19.04.2023

5 000-მდე ბავშვი 6 წლის შესრულებას აღარ დაელოდება და სკოლის კარი ყველა იმ არასრულწლოვნისთვის გაიღება, ვისაც 6 წელი პირველ ნოემბრამდე შეუსრულდება.

ამ დრომდე ეს წესი მხოლოდ ოქტომბრამდე დაბადებულებისთვის მოქმედებდა. განათლების მინისტრის გადაწყვეტილებას, მთავრობამ მხარი უკვე დაუჭირა, დარჩა მხოლოდ პარლამენტი.

კანონში შეტანილი ცვლილებები, როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლებს ეხება. ბავშვების დიდი რიცხვის შემთხვევაში კი, განათლების უწყება მზადაა პედაგოგების რაოდენობაც გაზარდოს.

განათლების სამინისტრო აანონსებს, რომ მსგავსი მიდგომა მომდევნო წლებშიც გაგრძელდება და დაწყებით საფეხურზე რეგისტრაციის ვადები ეტაპობრივად 31 დეკემბრამდე გადაიწევა. ეს პროცესი 800 სკოლის აშენება-რეაბილიტაციის შესაბამისად განხორციელდება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×