რეზონანსი
19.04.2023

ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2,6 წლით პატიმრობა მიუსაჯა კაცს, რომელმაც გარეგნობის გამო 2 არასრულწლოვან გოგოს ქუჩაში სცემა. ინფორმაციას ბათუმელები ავრცელებს.

მედიასაშუალება წერს, რომ ძალადობის შემთხვევა 2022 წლის ბოლოს მოხდა - კაცი ქუჩაში მიმავალ ორ არასრულწლოვან გოგოს თავს დაესხა, აგინა და სცემა.

გამოცემის ინფორმაციითვე, პოლიციის ჩვენების თანახმად, მოძალადემ თქვა - "ქართველ გოგოს წითელი და მწვანე თმა რატომ უნდა ჰქონდესო".

გამოცემის თანახმად, გოგოები ჩვენებაში ჰყვებიან, რომ მათ კაცი გარეგნობის - პირსინგის, ტატუებისა და თმის ფერის გამო დაესხა თავს. არასრულწლოვანმა დაზარალებულებმა თქვეს ასევე, რომ დამნაშავის მკაცრად დასჯას ითხოვენ.

პროკურატურამ კაცს ბრალი დისკრიმინაციული მოტივით, ფიზიკური ძალადობის მუხლით წარუდგინა.

გამოცემის ცნობით, კაცს, ასევე, ედავებიან ძაღლის ქურდობასაც, თუმცა, მათივე ინფორმაციით, ამ საქმის განხილვა ჯერ არ დასრულებულა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×