რეზონანსი
19.04.2023

ქალბატონ დეგნანს მინდა ვუთხრა - ორმაგი სტანდარტი არსად გავა - როდესაც თქვენ, ჩვენი ხელისუფლების მნიშვნელოვან შტოს, სასამართლოს ამ რეფორმების შემდეგ, რომელიც ამერიკული კომპანიების მხრიდან შეფასებულია დადებითად, სანქციას უწესებთ და არგუმენტებიც არ გინდათ წარმოადგინოთ, ეს მიუღებელია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

„სააკაშვილი რატომ ზის აქ? - სტრასბურგის გადაწყვეტილების მიხედვით. ამათ და ამათ პარტნიორებს რომ ჰკითხო, ფასიან ლობისტებს, ევროპარლამენტში რეზოლუცია მიიღეს და სამარცხვინო ვუწოდეთ... კუბილიუსები, ეს ფოტიგები სამარცხვინოები არიან. რეზოლუცია მიაღებინეს ევროპარლამენტს, სადაც ჩაწერეს, რომ სააკაშვილი პოლიტდევნილია და ეს კაცი BBC რომ გამოძიებას ატარებს და „მისტერ ოფშორს" ეძახის, ეს თურმე მედიადევნილია. ამიტომაც, ორმაგი სტანდარტი მიუღებელია. ქალბატონ დეგნანს მინდა ვუთხრა - ორმაგი სტანდარტი არსად გავა, შეუძლებელია, ჩვენ ღირსეული ქვეყანა ვართ, მე ვარ უდიდესი კულტურის შვილი, ეს ბანანების რესპუბლიკა არ არის და თითოეულ სიტყვას აქვს ფასი. როდესაც თქვენ, ჩვენი ხელისუფლების მნიშვნელოვან შტოს, სასამართლოს ამ რეფორმების შემდეგ, რომელიც ამერიკული კომპანიების მხრიდან შეფასებულია დადებითად და სანქციას უწესებთ და შემდეგ უკან იხევთ და არგუმენტებიც არ გინდათ წარმოადგინოთ, ეს მიუღებელია. ამის შემდეგ გაგვიჭირდება, რომ ჩვენს მოსახლეობას ავუხსნათ, რომ ევროატლანტიკური სივრცე სამართლიანობაა. დღეს შეცდომას შეცდომა დაამატეთ და თქვით, რომ კეზერაშვილის „ქეისზე" სასამართლომ უნდა იმსჯელოსო", - განაცხადა ირაკლი ზარქუამ „აჭარის ტელევიზიაში".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×