რეზონანსი
20.04.2023

პოლიტოლოგი ირაკლი გოგავა ინტერვიუში თურქეთის პრეზიდენტისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ურთიერთობაზე საუბრობს:

„ერდოღანი წარმოშობით რიზედან არის და ერთ-ერთი ვერსიით, ქართველია, ბავშვობაში ნასწავლი ქართული ჯერ კიდევ ახსოვსო – ამბობენ. ამ ვერსიით, მისი ოჯახი ბათუმში ცხოვრობდა და შემდეგ რიზეში გადავიდა. ხმები დადის, რომ ერდოღანი საქართველოს პრემიერს მესიჯებს უგზავნის ქართული სიტყვების ჩამატებით და ზოგჯერ ქართულ სიმღერებსაც ჩაუგდებს ხოლმე. არ ვიცი, ეს რამდენად მართალია, მაგრამ ამის შესახებ მსმენია. 

ერდოღანს დიდი პოლიტიკური გზა აქვს გავლილი, ის სტამბულის მერიც იყო, შემდეგ ციხეშიც კი იჯდა, 2001 წლიდან საკუთარი პარტია შექმნა – „სამართლიანობის და განვითარების პარტია“. ის მომხრე იყო თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების და 1999 წელს ქვეყანამ კანდიდატის სტატუსიც მიიღო. როცა დაინახა, რომ ევროპა არ აპირებს თურქეთის წევრად მიღებას, ქვეყანაში ლიბერალური პროპაგანდა შეაჩერა, ქალაქების ქუჩები გაწმინდა ტრანსგენდერებისა და ჰომოსექსუალებისგან. ის რელიგიისკენ გადაიხარა. ცხადია, ეს არ მოეწონა დასავლეთს და დაიწყეს მუშაობა მისი ჩამოგდებისთვის”, - განუცხადა for.ge-ს ირაკლი გოგავამ

წყარო: for.ge

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×