რეზონანსი
20.04.2023

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის აზრით, თუ რაიმემ შეიძლება იმოქმედოს უარყოფითად კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესზე, ეს გლობალური ომის პარტიაა.

„კოლექტიური ნაცმოძრაობა არის პატარა აგენტურა, მათ არაფრის გადაწონის რესურსი არ აქვთ. გუშინ იყვნენ შოკირებულები, როცა ნახეს რაც გავაკეთეთ და რატომ - მესამე წელი სრულდება პარლამენტში მათი საქმიანობის და რეგლამენტი არ აქვთ წაკითხული. რა ინტელექტზე და ცოდნაზეა საუბარი. თუ რამე შეიძლება გადაწონოს, ეს არის გლობალური ომის პარტია. საბოლოო ჯამში, როგორც განვითარდება რეგიონში მოვლენები, იმის მიხედვით იქნება, პირველ რიგში, გადაწყვეტილება მიღებული ჩვენი ქვეყნისთვის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. 

სავარაუდოდ მაგ დროისთვის უკრაინაში ომი არ იქნება დასრულებული, მაგრამ მე მაინც დიდი იმედი მაქვს რომ გლობალური და რეგიონული კონტექსტი შეიცვლება ჩვენს სასიკეთოდ და მოგვენიჭება კანდიდატის სტატუსი. მე ვერ ვიტყოდი, რომ ამის შანსი არის 50%-ზე მეტი, მაგრამ მაქვს იმედი, რომ პოლიტიკური კონტექსტი ჩვენს სასარგებლოდ იმუშავებს და მოგვენიჭება კანდიდატის სტატუსი.

რადიკალური ოპოზიციის მხრიდან იგივე საგამოძიებო კომისიის შექმნა, სასამართლოზე შეტევა ემსახურება ერთადერთ მიზანს - რომ ჩვენ რამენაირად არ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი, იმისთვის, რომ ეს გამოიყენონ რევოლუციური სცენარისთვის. მათი სცენარი უცვლელია, თუმცა ხელისუფლება ამ სცენარის რეალიზების საშუალებას არავის მისცემს“, - განაცხადა კობახიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×