რეზონანსი
20.04.2023

ოპოზიციას საგამოძიებო კომისიის შექმნა უნდა იმიტომ, რომ რაც მეტი ზიანი მიადგება ქვეყანას, მერე ხელისუფლებას დააბრალონ, - ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის" წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით მომხსენებელს არცერთ ძირითად კითვაზე პასუხი არ ჰქონდა.

„ოპოზიციას უნდა, რომ რაც მეტი ზიანი მიადგება ქვეყანას, მერე დააბრალონ ხელისუფლებას. ამიტომაც უნდათ ამ საგამოძიებო კომისიის შექმნა, თორემ გუშინ მომხსენებელმა ვერცერთ კითხვას პასუხი ვერ გასცა. რეგლამენტიდან მოვუყვანე კონკრეტული მუხლები, რომ კონკრეტული საკითხისთვის უნდა შეიქმნას კომისია. პასუხი ამაზე არ ჰქონდათ, არც იმაზე, ელჩი უნდა დაებარებინათ თუ არა ან მტკიცებულებები საიდან უნდა მოეგროვებინათ და ასე შემდეგ. ბუნებრივია, რომ ჩვენ ასე ვერ მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომ ქვეყანაში ვინმემ შეძლოს რამე ზიანი, დისონანსი მიაყენოს მართლმსაჯულებას",- აღნიშნა მაჭარაშვილმა.

აშშ-ის მიერ 4 ქართველი მოსამართლის სანქცირების შემდეგ, ოპოზიცია პარლამენტში სასამართლო სისტემის შემსწავლელი დროებით საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.

პარლამენტის 18 აპრილის პლენარულ სხდომაზე სასამართლოსთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხისთვის უნდა ეყარათ კენჭი, თუმცა, კვორუმის არარსებობის გამო კენჭისყრა ვერ შედგა.

სასამართლოს შესახებ საგამოძიებო კომისიის შექმნაზე კენჭისყრა ისევ კვორუმის არარსებობის გამო ვერც 19 აპრილს შედგა. ამის მიზეზი მმართველი გუნდის პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×