რეზონანსი
20.04.2023

 

 საჯარო გამოსვლების სტატისტიკას რომ გადავხედოთ, სავარაუდოდ, ელჩი კელი დეგნანი უფრო ხშირად აკეთებს განცხადებებს, ვიდრე მთავარი პარტიების სპიკერები. ყველა სფეროში ხელის ფათური არცერთი ქვეყნის ელჩის კომპეტენციაა, - ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც გია აბაშიძე აღნიშნავს, სუვერენული სახელმწიფოს შიდა საქმეებში უხეში ჩარევა, ნებისმიერი სხვა ქვეყნის დიპლომატისგან მიუღებელია. მისივე თქმით, ჩნდება ლეგიტიმური ეჭვი, რომ მოსამართლეების დასანქცირებაში კელი დეგნანმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა, თუმცა, ქართული საზოგადოების დიდ ნაწილში, აშშ-ის ამ ნაბიჯმა, უკურეაქცია გამოიწვია.

„საჯარო გამოსვლების სტატისტიკას რომ გადავხედოთ, სავარაუდოდ, ელჩი კელი დეგნანი უფრო ხშირად აკეთებს განცხადებებს, ვიდრე მთავარი პარტიების სპიკერები. ყველა სფეროში ხელის ფათური არცერთი ქვეყნის ელჩის კომპეტენციაა. სუვერენული საქართველოს შიდა საქმეებში თავხედური ჩარევა კატეგორიულად მიუღებელია ამერიკელი და ნესიმიერი უცხოელი დიპლომატისგან. როგორ მუშაობენ საქართველოს პარლამენტი, სასამართლო და სხვა სახელმწიფო სტრუქტურები, არაა ქალბატონი დეგნანის საქმე. ზღვარგადასულია კადნიერი ნოტაციების კითხვა!

ჩნდება ლეგიტიმური ეჭვი, რომ სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლის დასანქცირებაში დეგნანმა არ ითამაშა უმნიშვნელო როლი. თუმცა, ფართო საზოგადოებაში თუ რა უკუშედეგი გამოიწვია ამ სანქციობანამ, ალბათ უნდა ხვდებოდნენ აშშ-ის საელჩოში." - წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×