რეზონანსი
20.04.2023

ქუთაისში თიბისი კონცეპტი საბავშვო არქიტექტურულ მასტერკლასებზე გეპატიჟებათ.  შეხვედრები 22 და 24 აპრილს გამოფენის „ლადო ალექსი-მესხიშვილი, არქიტექტორი ეპოქების მიჯნაზე” ფარგლებში გაიმართება.

ბავშვებს შესაძლებლობა აქვთ დაესწრონ შემეცნებით და გასართობ მასტერკლასს, სადაც თავად ააწყობენ ლადო ალექსი-მესხიშვილის მიერ დაპროექტებული შენობის სანატორიუმი „იმერეთის” სამგანზომილებიან მაკეტს.

მასტერკლასს უხელმძღვანელებენ VA[A]DS-ის არქიტექტურის პროგრამის სტუდენტები, ნიკა ცაგარეიშვილი და ვაჟა ჯაფარიძე, რომლებმაც ასევე იმუშავეს გამოფენაზე წარმოდგენილი მაკეტების შექმნაზე.

*მასტერკლასი განკუთვნილია 9-14 წლის მოზარდებისთვის.

მასტერკლასები ჩატარდება ქუთაისში, თიბისი ბანკის ცენტრალურ ფილიალში, ი. გრიშაშვილის ქუჩის 26 ნომერში, მეორე სართულზე. 

შეხვედრაზე დასასწრებად, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია www.conceptevents.ge -ზე, რის შემდეგაც კონცეპტ ასისტენტი დაგიდასტურებთ დასწრებას.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×