რეზონანსი
21.04.2023

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საგამოძიებო კომისსი შექმნაზე ისაუბრა:

„როდესაც დაგაბრალებენ, რომ ხარ სპილო, უნდა შექმნა კომისია და დაამტკიცო, რომ არ ხარ სპილო – აი, ეს არის მიდგომა. კიდევ ერთხელ, პასუხისმგებლობის გაუცნობიერებლობასთან გვაქვს საქმე.

ამ ხალხის, ოპოზიციის მიზანია, ხელისუფლებაში მოსვლა და როგორ წარმოგიდგენიათ, როგორ შეიძლება ქართველმა ხალხმა ხელისუფლებაში მოუშვას ის პოლიტიკური ჯგუფები, რომლებსაც იმხელა გაგება არა აქვთ სახელმწიფოებრიობის, რომ როდესაც შენი ქვეყნის მართლმსაჯულების წინააღმდეგ პრეტენზიებს აყენებენ, მინიმუმ ხომ უნდა იკითხონ, ამის უკან არის თუ არა მტკიცებულებები.

„ქართული ოცნება” ხომ ხედავენ, რომ ამ პრეტენზიას აყენებს და ამ კითხვას სვამს – სად არის მტკიცებულებები, რომელიმე ოპოზიციონერისგან მოგისმენიათ 1 კითხვა მაინც აშშ-ის წარმომადგენლის მიმართ რომ სად არის მტკიცებულებები?” – განაცხადა "იმედის" ეთერში პაპუაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×