რეზონანსი
21.04.2023

ბიზნეს-ცენტრ „ატრიუმში", სადაც გუშინ საღამოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შევიდა, ორი ოფისია დალუქული. ადგილზე საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები აღარ იმყოფებიან. მათ მუშაობა გუშინვე დაასრულეს.

არსებული ინფორმაციით, შემოწმების შედეგად, სავარაუდოდ, წაღებულია კომპიუტერული ტექნიკა.

როგორც „ინტერპრესნიუსს" ბიზნესცენტრში მდებარე ერთ-ერთი კომპანიის თანამშრომელმა განუცხადა, ჩხრეკა მე-3 სართულზე ჩატარდა. რას საქმიანობენ იმ კომპანიის თანამშრომლები, რომელთა ფართიც ამჟამად დალუქულია, მისთვის უცნობია. ამასთან, კიდევ ერთი პირის ინფორმაციით, ოფისებში, სადაც ჩხრეკა ჩატარდა, ძირითადად IT სპეციალისტები მუშაობენ.

ორი ოფისიდან, რომელიც დალუქულია, ერთს საიდენტიფიკაციოდ აბრა არ აქვს, მეორის სახელწოდება კი არის: Software country.

აღსანიშნავია, რომ ბიზნესცენტრ „ატრიუმში" შესვლასთან დაკავშირებით წუხელ ინფორმაცია გაავრცელა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა. უწყების ცნობით, ბიზნესცენტრში საგამოძიებო მოქმედებები მიღებული შეტყობინების საფუძველზე ტარდება.

ამ დროისთვის ოფიციალურად არ კონკრეტდება, რა საქმეს უკავშირდება საგამოძიებო მოქმედებები.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×