რეზონანსი
24.04.2023

ჩვენი დელეგაცია აქტიურ მონაწილეობას მიიღებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში. ჩვენ ამ ფორმატს ყოველთვის ვიყენებთ იმისთვის, რომ სხვადასხვა ქვეყნიდან ჩვენს კოლეგებს ვესაუბროთ სხვადასხვა აქტუალურ თემაზე, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„ჩვენი დელეგაცია აქტიურ მონაწილეობას მიიღებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში. ჩვენ ამ ფორმატს ყოველთვის ვიყენებთ იმისთვის, რომ სხვადასხვა ქვეყნიდან ჩვენს კოლეგებს ვესაუბროთ სხვადასხვა აქტუალურ თემაზე, ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. რა თქმა უნდა, მათ შორის საუბარი იქნება 12 რეკომენდაციასა და კანდიდატის სტატუსზე. ეს არის მნიშვნელოვანი ფორმატი, რომელიც მეტი დისკუსიის საშუალებას გვაძლევს.

მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს. ორი საკითხია, რაზეც მუშაობა უნდა დასრულდეს, ეს არის დეოლიგარქიზაციისა და სასამართლოს თემები. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს ჩვენს კოლეგებს ამ ფორმატში გავაცნობთ. საქართველოს თაობაზე მომხსენებლებს შევხვდებით და ვისაუბრებთ მათ ანგარიშზე, რომელიც ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნეს. მათთან ერთად ვიმსჯელებთ მათ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშზე. ჩვენ გვქონდა მთელი რიგი შენიშვნები ამ ანგარიშთან დაკავშირებით და მათ ჩვენს მოსაზრებებს გავუზიარებთ", - ირაკლი კობახიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×