რეზონანსი
24.04.2023

კანცელარიასთან აქციის მეექვსე დღეს აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებთან სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი მივიდა. იოსელიანს ჯერჯერობით მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა მანამდე გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ სახალხო დამცველის აპარატი ჯანდაცვის სამინისტროსა და მშობლებს შორის მედიაციის პროცესში ჩართულია.

იოსელიანმა დღეს თქვა, რომ მას აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლებთან შეხვედრაზე პრობლემა არ აქვს, თუმცა არ აკონკრეტებდა აპირებს თუ არა კანცელარიასთან აქციის მონაწილეებთან მისვლას.

კანცელარიასთან მშობლების აქცია გრძელდება. ცოტა ხნის წინ ადგილზე ხმაური იყო, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, მშობლები პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას ითხოვდნენ, თუმცა ღარიბაშვილი მათ არ შეხვდა.

დღეს 19:00 საათზე კანცელარიასთან მშობლების მხარდამჭერი აქციაა დაგეგმილი.

აქონდრობლზიის მქონე ბავშვების მშობლები უკვე წელიწადზე მეტია შვილებისთვის საჭირო მედიკამენტების შემოტანასა და დაფინანსებას ითხოვენ. მთავრობა კი ამტკიცებს, რომ მედიკამენტი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დამტკიცებული არაა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×