რეზონანსი
24.04.2023

"სააკაშვილი, კეზერაშვილი, გვარამია არიან ადამიანები, რომელთაც მრავალი დანაშაული აქვთ ჩადენილი", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საუბრობს.

...ზოგადად, ნებისმიერი პოზიტიური ჩანაწერი, რაც შეიძლება, გვხვდებოდეს სხვადასხვა რეზოლუციაში სააკაშვილთან, კეზერაშვილთან, გვარამიასთან და სხვებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ნიშნავს საქართველოს უახლოესი ისტორიის ერთგვარ გადაწერას, ესენი არიან ადამიანები, რომელთაც მრავალი დანაშაული აქვთ ჩადენილი...

...იმ ადამიანებმა, ვინც ასეთ რეზოლუციებს უჭერდნენ მხარს, კონკრეტული დასტური მიიღეს იმის თაობაზე, რომ კეზერაშვილი არის კორუმპირებული, მას აქვს უმძიმესი დანაშაულები ჩადენილი და კვლავ აგრძელებს დანაშაულების ჩადენას. ამჯერად უკვე ევროპელი პენსიონერების წინააღმდეგ. მგონი, ბევრისთვის ეს ძალიან კარგი გაკვეთილი იქნება", - ამბობს კობახიძე. [მის კომენტარს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს]

შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძე საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, რომლის შემადგენლობაშიც არჩილ თალაკვაძე, ირაკლი ჩიქოვანი, ხატია წილოსანი, გივი მიქანაძე და ეკა სეფაშვილი არიან, სტრასბურგში გაემგზავრა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×