რეზონანსი
24.04.2023

გიორგი გოჩიტაშვილი, რომელიც დედოფლისწყაროში, პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილის სახლს დაეჯახა წინასწარი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი. ინფორმაციას "მთავარი არხი" ავრცელებს.

როგორც მისი ინტერესების დამცველი ამბობს, სახელმწიფო ბრალდება ბრალის ფორმულირებაზე საბოლოოდ ჩამოყალიბებული არ არის.

რაც შეეხება გოჩიტაშვილს, ის დუმილის უფლებას იყენებს. არ არის გამორიცხული, რომ საქმე წარმოებაში კახეთს გადასცენ. 33 წლის გიორგი გოჩიტაშვილი თბილისში იმ დროს დააკავეს, როცა დედოფლისწყაროში ტარიელ ღარიბაშვილის სახლის გალავანი სატვირთო მანქანით დააზიანა და მიიმალა.

არსებული ინფორმაციით, მან დანაშაული იმ მიზეზით ჩაიდინა, რომ ტარიელ ღარიბაშვილს სამშენებლო მასალებით დახმარება სთხოვა და უარი მიიღო. 33 წლის კაცს ორი მუხლით ედავებიან.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×