რეზონანსი
24.04.2023

სააგენტო "ონგო.ჯი-ს" მიერ გავრცელებულ ვრცელ ტექსტში, რომელიც ძირითადად ქოლცენტრების ამბავს ეხება, ასევე საუბარია იმ დიდძალ ქონებაზე, რომელიც საიტის ინფორმაციით, ელისო კილაძემ წლების განმავლობაში დააგროვა. მათ შორის საუბარია ძვირადღირებულ ავტომობილზე, რომლითად გამოცემის მტკიცებით, კილაძე გადაადგილდება და მისი ღორებულება 100 000$-ს შეადგენს.

გარდა ამისა, საუბარია ძვირადღირებულ სახლებზე - თბილისსა და ბათუმში, ასევე ძვირადღირებულ ვოიაჟებზე ევროპის ქვეყნებში.

გაზეთ "ქრონიკა პლუსის" მთავარმა რედაქტორმა ელისო კილაძემ, აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით "კურიერის" კითხვებს უპასუხა და განმარტა, რომ მას ბათუმში სახლი არ აქვს, ავტომობილი კი გივი ჯიბლაძემ მის რედაქციას აჩუქა:

"ბათუმში ბინა არ მაქვს, თბილისში მაქვს ერთი სახლი, ერთი სახლი მაქვს ქუთაისში 1991 წელს შეძენილი და საჩხერეში მაქვს აგარაკი. რაც შეეხება ავტომანქანას, როდესაც მედიაჰოლდინგმა "ქრონიკა +-მა" საჩუქრად მივიღეთ, ოფიციალურად გადავაფორმეთ და მაშინვე ვიცოდი რომ ამას გარკვეული ჭორები მოჰყვებოდა და მაშინვე დავდე "ფეისბუკზე" ავტომანქანის ნომერი და ისიც, რომ ეს მანქანა კომპანიას აჩუქეს. ჯიბლაძემ გადმოსცა ეს მედიაჰოლდინგს და ჩვენ ერთად ძალიან მასშტაბური პროექტების განხორციელებას ვაპირებთ," - განაცხადა ელისო კილაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×