რეზონანსი
24.04.2023

როგორც გადაცემა „პოლიტიკურ პოსტში" „ხალხის ძალის" ერთ-ერთმა ლიდერმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, შეიძლება დავით ზურაბიშვილის სახით, ვაჭრობის მიზნით, გზავნილი გამოაგზავნეს. ჩვენ ხომ ვიცით და ამას, რა თქმა უნდა, ვერ დავმალავთ, რომ ბიძინა ივანიშვილი ავტორიტეტია საქართველოს მოქალაქეებისთვის, იმდენი რამე აქვს გაკეთებული. ვერაფრით ვერ მოახერხეს და ვერ აიძულეს ბიძინა ივანიშვილი, ახლა ეს მცდელობაა - დაპატიმრებით დაემუქრონ

მისი თქმით, საზოგადოება როცა აღჭურვილია სიმართლით და სწორ პოზიციაზე დგას ერიც და ბერიც, დაუმარცხებელია - ეს დაინახეს ქვეყნის მტრებმა და ამიტომ, ცდილობენ, თავიანთი მეთოდებით, საზოგადოების ნაწილი გადაიბირონ.

„ეს ადამიანი, [დავით ზურაბიშვილი], რომელიც წერილში ახსენებს, რომ ბიძინა ივანიშვილის დაპატიმრების თემაც შეიძლება გამოიკვეთოსო, ვინ არის? ამ პატარა ქვეყანაში მას თავად აქვს გაცხადებული, რომ [ბიძინა ივანიშვილმა] მისი ოპერაცია უზრუნველყო და სიცოცხლე შეუნარჩუნა. თან ეს ადამიანი პოლიტიკაში აღარ არის, რომ ბიძინა ივანიშვილის მოწინააღმდეგე იყოს და აღარც ბიძინა ივანიშვილია პოლიტიკაში. წარმოიდგინეთ, რა ან ვინ უნდა აიძულებდეს ახლა მსგავსი, რამ განაცხადოს, თუ არა ის მიზეზი, რასაც ჩვენ ვამბობთ, რომ აგენტია. ამ ადამიანებს ეტყობა, დიდი ხანია ხელი მოწერილი აქვთ და წაშლილი აქვთ ზღვარი. ვეღარ გამოდიან ამ თავიანთი სტატუსიდან და იძულებულები არიან მსგავსი დაკვეთები შეასრულონ.

როგორც „კრედიტ სუისთან" დაკავშირებით მოხდა, ვიოლა ფონ კრამონმა რომ ვერ დამალა, დიახ, ამერიკელებთან ერთად ჩვენ გავაგზავნეთ „კრედიტ სუისში" წერილიო, ანალოგიური რამ ხდება აქაც: შეიძლება დავით ზურაბიშვილის სახით, ვაჭრობის მიზნით, გზავნილი გამოაგზავნეს. ჩვენ ხომ ვიცით და ამას, რა თქმა უნდა, ვერ დავმალავთ, რომ ბიძინა ივანიშვილი ავტორიტეტია საქართველოს მოქალაქეებისთვის, იმდენი რამე აქვს გაკეთებული. ვერაფრით ვერ მოახერხეს და ვერ აიძულეს ბიძინა ივანიშვილი, ახლა ეს მცდელობაა - დაპატიმრებით დაემუქრონ. მანამდე სანქციებით იმუქრებოდნენ.

რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები არც მალავენ, თავად გამოდიან და აღტყინებულები საუბრობენ, რომ კი, ჩვენ ვცდილობთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეს სანქციები დაუწესონო. ეს ბრძოლა მიდის. სამწუხაროდ, სხვა გზა არ გვაქვს, მუდმივად ფხიზლად უნდა ვიყოთ და მუდმივად უნდა ვამხილოთ ეს ადამიანები. ამ ერთმა წელმა იმის გამოცდილება შეგვძინა, რომ საზოგადოება როცა აღჭურვილია სიმართლით და სწორ პოზიციაზე დგას ერიც და ბერიც, ვერ გვამარცხებენ. ჩვენი ღირსების, სუვერენიტეტის დაცვის საკითხში საზოგადოების დიდი ნაწილი მზად არის ერთად დასადგომად. ეს დაინახეს და კეზერაშვილიც, თავისი დანაშაულებით გამოჭერილი ჰყავთ და რადიკალურ ოპოზიციას აფინანსებინებენ", - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×