რეზონანსი
25.04.2023

პარლამენტის თავმჯდომარის ჩეხეთში ვიზიტი გრძელდება. პრაღაში დღეს მაღალი რანგის ორმხრივი შეხვედრებია დაგეგმილი. აუდიენციებზე განხილვის მთავარი თემა, საქართველოს ევროინტეგრაცია და კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად გადადგმული ნაბიჯებია.

კონფერენცია პრაღაში გუშინ გაიხსნა, სიტყვით გამოსვლისას შალვა პაპუაშვილმა მხარდაჭერა გამოხატა უკრაინის მიმართ და ისაუბრა საქართველოს ევროინტეგრაციის მნიშვნელობაზე.

"ვაგრძელებთ შეხვედრებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეებთან, სადაც საუბარი ისევ და ისევ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივებს შეეხება და ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების პროცესს შეეხება. ასევე შესაძლებლობა იქნება, კიდევ ერთხელ მივიღოთ მონაწილეობა იმ დებატებში, რომელიც გაიმართება პარლამენტის თავმჯდომარეების მონაწილეობით და შეეხება დემოკრატიის საკითხებს, დემოკრატიულ რეფორმებს, რომელშიც მონაწილეობებს მიიღებს ევროპარლამენტის პრეზიდენტი. ჩვენ ასევე შესაძლებლობა გვექნება მონაწილეობა მივიღოთ ამ დისკუსიაში და ჩვენთვის მნიშვნელოვან საკითხებზე გავაკეთოთ აქცენტი", - განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×