რეზონანსი
25.04.2023

„ხალხის ძალის" ერთ-ერთი ლიდერი, დიმიტრი ხუნდაძე აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების საკითხს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

მისი თქმით, საკითხი კვალიფიციურმა სპეციალისტებმა უნდა დააზუსტონ და სახელმწიფომაც სწორი გადაწყვეტილება ამის საფუძველზე უნდა მიიღოს. პროცესების ქუჩაში გადატანა კი დაუშვებელია.

„აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების მშობლებს თანავუგრძნობ და გამოვთქვამ იმედს, რომ საკითხი ბავშვების უპირატესი ინტერესის დაცვის სასარგებლოდ გადაწყდება, მაგრამ არ მესმის იმ პოლიტიკოსების და ცრუ გულშემატკივრების, რომელთა მიზანიც აბსოლუტურად სხვაა.

სამედიცინო საკითხების ქუჩაში გატანა, პირველ რიგში პაციენტებისთვის, სახიფათო ტენდენციად მიმაჩნია, მითუმეტეს მაშინ, როდესაც დარგის სპეციალისტებს ყველა ენაცვლება აქვს ამის კომპეტენცია თუ არა. ქუჩიდან ხან დიაგნოზებს უკვეთენ და ხან მკურნალობას. ერთიც და მეორეც დარგის კვალიფიციურმა სპეციალისტებმა უნდა დააზუსტონ და სახელმწიფომაც სწორი გადაწყვეტილება ამის საფუძველზე უნდა მიიღოს.

თუკი მათი მხრიდან საჭიროება და მედიკამენტის უსაფრთხოება დასაბუთებული იქნება, გადაწყვეტილებაც სწრაფად უნდა იქნას მიღებული. სხვა ნებისმიერი გზა არასწორი და სარისკო იქნება", - წერს დიმიტრი ხუნდაძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×