რეზონანსი
25.04.2023

საერთაშორისო რესპუბლიკის ინსტიტუტის (IRI) საზოგადოებრივი კვლევის მონაცემებით, გამოკითხულთა უმეტესობა - 42% ამბობს, რომ "უცხოური აგენტების" შესახებ კანონპროექტი საქართველოს დასავლურ მისწრაფებებს უთხრის ძირს.

18% ამბობს, რომ მეტწილად ეთანხმება დებულებას, რომ კანონპროექტი ქვეყნის დასავლურ ღირებულებებს უთხრის ძირს. 7% - ამბობს, რომ მეტწილად არ ეთანხმება, 15% ამბობს, რომ საერთოდ არ ეთანხმება.

გამოკითხულთა 38% თვლის, რომ კანონპროექტი საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების, სამოქალაქო ჯგუფებისა და მედიის გასაჩუმებლად იყო მიღებული. 18% ამ დებულებას მეტწილად ეთანხმება, 7% - მეტწილად არ ეთანხმება, 15% კი საერთოდ არ ეთანხმება.

ამავე კვლევის თანახმად, რესპონდენტთან უმეტესობა - 38% ამბობს, რომ კანონის მიღება საქართველოს აახლოებს რუსეთთან. 18% ამბობს, რომ მეტწილად ეთანხმება ამ წინადადებას, 7% - მეტწილად არ ეთანხმება და 15%- საერთოდ არ ეთანხმება.

ამასთან ერთად, კვლევაში მონაწილეთა 40% ამბობს, რომ "უცხოური აგენტების" კანონპროექტის დამტკიცება არ არის საქართველოს ეროვნული ინტერესი.

აღნიშნულ კითხვებზე რესპონდენტებს რამდენიმე პასუხის გაცემა შეეძლოთ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×