რეზონანსი
25.04.2023

საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) საზოგადოებრივი აზრის მორიგი კვლევა გამოაქვენა, რომელიც 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში ჩატარდა.

ხვადასხვა საკითხს შორის, გამოკითხვის შედეგად ახლაც შედგა პერსონალური რეიტინგები.

IRI-ის კვლევის მიხედვით, ყველაზე მაღალი რეიტინგი ქვეყანაში ისევ პატრიარქს აქვს.

პერსონალური რეიტინგების შესახებ კითხვაზე პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა:

პატრიარქი - 91%

კახა კალაძე - 52%

სალომე ზურაბიშვილი - 48%

ირაკლი ღარიბაშვილი - 43%

გიორგი გახარია -36%

მიხეილ სააკაშვილი - 36%

ბიძინა ივანიშვილი - 35%

კვლევა ჩატარდა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი - 63%.

კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×