რეზონანსი
25.04.2023

საქართველოს თანმიმდევრული მუშაობის შედეგი არის ის, რომ დღეს ქვეყანაში ხელისუფლება და საზოგადოება ასეთ მაღალ ნდობას უცხადებს ევროპულ ღირებულებებს და ევროინტეგრაციის პროცესს. ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, ვინც საზოგადოებასთან ერთად, მათი სურვილით ჩავწერეთ კონსტიტუციაში საქართველოს ევროპული არჩევანის შესახებ და ამ ჩანაწერს ბუნებრივია, ჩვენი ხელისუფლება რეალურადაც ახორციელებს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

„საქართველოსა და მის მოქალაქეებს აქვთ ძალიან მაღალი მოლოდინები კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით. ხელისუფლება ყველა პირობას შევასრულებთ იმისთვის, რომ ევროკავშირს ჰქონდეს სრული საფუძველი კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის, ხოლო უკვე შემდეგი მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება ევროკავშირის პოლიტიკური გადაწყვეტილება. ევროკავშირმა უნდა მიიღოს გაბედული პოლიტიკური გადაწყვეტილება, გაითვალისწინოს საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი, გაითვალისწინოს მათ მიერვე გამოცემული ანგარიში, სადაც საქართველო ტრიოში ერთ-ერთი საუკეთესოა, ანუ იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს ჯერ კიდევ ერთი წლის წინ. გავცვლით ინფორმაციას ყველა იმ საკითხზე, რომელიც აინტერესებთ ჩვენს პარტნიორებს. აქ არის ისეთი საკითხებიც, რომელსაც ოპოზიცია მწვავედ აყენებს და ჩვენ ყველა ასეთ საკითხზე გვაქვს საქმიანი არგუმენტები. სრულად გამოვიყენებთ ამ სესიას იმისთვის, რომ საქართველოს ინტერესები კიდევ უფრო მეტად იყოს დაცული", - განაცხადა თალაკვაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×