რეზონანსი
25.04.2023

ამ ეტაპზე, სამტრედია-გრიგოლეთის ხიდთან დაკავშირებით, გაბურღულია უკვე 4 ბურჯი, მიმდინარეობს სამუშაოები. მათ შორის, ახლო პერიოდში უკვე დაგეგმილია ხიდის მე-8 ბურჯის ბურღვის სამუშაოები, იმ ბურჯის, რომელმაც გამოიწვია ორი მალის ნაშენის ჩამოშლა. სწორედ მისი გაბურღვა და სხვა კვლევითი სამუშაოებია ჩასატარებელი, რათა გვქონდეს ობიექტური სურათი, დავადგინოთ მიზეზი და მივიღოთ შესაბამისი საინჟინრო გადაწყვეტილებები, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთზე მშენებარე ხიდის დაზიანებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მინისტრის თქმით, კვლევები და კვლევების შედეგად დადგენილი მიზეზები მოგვცემს სრულ სურათს მომხდარის შესაბამისი სამართლებრივი შეფასებისთვის.

,,მაქსიმალურად სწრაფად კეთდება ყველაფერი, მაგრამ მდინარის წყალუხვობიდან გამომდინარე, არის გარკვეული შეზღუდვები დროსთან დაკავშირებით. თუმცა, საექსპერტო ორგანიზაცია მაქსიმალურს აკეთებს პროცესის დროულად დასასრულებლად"-განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×