რეზონანსი
26.04.2023

ევროინტეგრაციის მიმართულებით საქართველოს მიერ გაწეული ძალისხმევა თვალსაჩინოა - ჩვენი მოსახლეობა ელოდება, რომ საქართველოს მიღწევები ევროკავშირის გადაწყვეტილებებში აისახება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მერიის სხდომაზე განაცხადა, როდესაც ბრიუსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტს გამოეხმაურა.

კალაძის თქმით, ბრიუსელიდან მოისმინეს გზავნილები იმ პროგრესზე და პოზიტიურ ნაბიჯებზე, რაც საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე გადადგა.

„ძალიან საინტერესო შეხვედრები გაიმართა როგორც ევროპის საბჭოში, ისე ნატო-ს ოფისში. მოვისმინეთ მკაფიო გზავნილები იმ პროგრესზე და პოზიტიურ ნაბიჯებზე, რაც საქართველომ გადადგა ევროინტეგრაციის გზაზე. ევროინტეგრაციის მიმართულებით საქართველოს მიერ გაწეული ძალისხმევა არის თვალსაჩინო და ეს ყველამ ძალიან კარგად იცის. ჩვენ ვიმსახურებდით სტატუსს, როგორც სხვა ქვეყნებმა მიიღეს, თუმცა მოგვცეს 12-პუნქტიანი გეგმა, რომელიც უნდა შესრულდეს. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ეს გეგმა თავიდან ბოლომდე იყოს შესრულებული. რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით ყველა ნაბიჯი იქნება გადადგმული. ჩვენი მოსახლეობა ელოდება, რომ საქართველოს მიღწევები აისახება ევროკავშირის გადაწყვეტილებებში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა კალაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×