რეზონანსი
26.04.2023

რადიკალური ოპოზიცია ერთი ხელით ითხოვს საგამოძიებო კომისია შეიქმნას ქოლ-ცენტრებთან დაკავშირებით და მეორე ხელით გადასულია დასმენების პრაქტიკაზე , - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

„ნაცმოძრაობა როდესაც ამ საკითხზე საუბრობს და ამ სინდიკატის ხელმძღვანელის ფინანსებით იკვებება, ვფიქრობ, რომ ეს ამორალური ტვირთი კიდევ უფრო მძიმდება მათ შემთხვევაში", - განაცხადა იონათამიშვილმა.

ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს საპარლამენტო უმრავლესობა არ უჭერს. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ კომისიის შექმნის მოთხოვნით, ოპოზიცია ცდილობს პროცესს გაემიჯნოს და თემა ხელისუფლებას დაუკავშიროს. პარტია „საქართველოსთვის" ინიციატივას კი ოპოზიციის ნაწილის მხარდაჭერა უკვე აქვს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×