რეზონანსი
26.04.2023

კახეთის ერთ-ერთ სოფელში 26 წლის ახალგაზრდა ბიჭს ბებიის მიმართ თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას ედავებიან.

77 წლის ქალმა გამოძიებას ჩვენება მისცა, სადაც ის ამბობს, რომ შვილიშვილი მასზე ძალადობა, ასევე ღამით სახლში კეტავდა. ქალი ამბობს, რომ ასეთ შემთხვევას ხშირად მაშინ ჰქონდა ადგილი, როცა ბრალდებული არაფხიზელ მდგომარეობაში იყო.

მომხდარზე სამართალდამცველებმა მას შემდეგ გაიგეს, რაც ქალმა აღნიშნულზე მეზობელს მოუყვა. ბრალდებული უკვე დაკავებულია, სასამართლომ მისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე უკვე იმსჯელა და წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

არსებული ინფორმაციით, კაცი წარსულში მკვლელობის მცდელობისა და ძარცვისთვის არის ნასამართლევი. დანაშაულის ჩადენის დროს ის პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა.

მსხვერპლი სექსუალური ხასიათის ძალადობას უარყოფს და მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ შვილიშვილთან დაპირისპირება ჰქონდა:

"რომ დალევდა და გაბრაზდებოდა ხოლმე, მაწუხებდა. დღისით დამიკეტა [კარი] მე რომ მინდოდა გამოსვლა, გარეთ მინდოდა ხოლმე ხანდახან, არ გამომიშვებდა ხოლმე", - ამბობს ქალი.

ბრალდებულს სახელმწიფო წესით დანიშნული ადვოკატი ჰყავს, თუმცა ის განმარტებების გაკეთებისგან თავს იკავებს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულ 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

"მთავარი არხი"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×