რეზონანსი
26.04.2023

72 წლის ქალი, რომლის შვილიშვილიც მასთან მიმართებაში გარყვნილი ქმედებისა და ძალადობის ბრალდებითაა დაკავებული, "კურიერთან" სექსუალური სახის შევიწროებას უარყოფს, თუმცა ქალი აღიარებს რომ შვილიშვილი მას თავისუფლებას უზღუდავდა და გარეთ არ უშვებდა. სექსუალური ხასიათის დანაშაულს უარყოფს ბრალდებულის მამაც.

მეზობლები კი "კურიერთან" დარწმუნებით ამბობენ, რომ ბებიაზე შვილიშვილი სისტემატურად ძალადობდა როგორც ფიზიკურად, ისე სექსუალურად. ერთ-ერთი მეზობელი ჰყვება, რომ 72 წლის ქალმა ეს ამბავი მას გაუმხილა და ხანდახან მასთან ემალებოდა მოძალადე შვილიშვილს. მისივე თქვით, სწორედ მან დაურეკა 72 წლის ქალის შვილს და პრობლემის მოგვარება მოსთხოვა.

მეორე მეზობელი შვილიშვილის აგრესიული ქცევის მაგალითებსაც იხსენებს და ამბობს, რომ ახალგაზრდა მამაკაცმა 72 წლის ბებია "თმით შეითრია" სახლში მაშინ, როდესაც ის გამოპარვას ცდილობდა. ის ასევე ჰყვება, რომ მამაკაცი ბებიას საწოლში შიშველი უწვებოდა და ამის მოწმეებიც არსებობენ.

"საზიზღარი პიროვნება იყო და არის. არ გამოახედოთ იქედან. ჩაკალით იქა. ხალხმა ყველაფერი დაინახა. ბებია რომ გამოექცეოდა, თრევა-თრევით შეყავდა შიგნით“ - ამბობს ერთ-ერთი მეზობელი.

"ეს ქალი იყო ჩემთან, სახლში მისვლა არ უნდოდა, ვერ მიდიოდა ეს ქალი სახლში, ეშინოდა, რომ ძალადობდა. ელოდებოდა თავის შვილს, რომ თავის შვილთან ერთად შესულიყო. ეს ყველაფერი მომიყვა. თავის შვილს დავურეკე და ვუთხარი, ჩამობრძანდი და მიაქციე ყურადღება. სახლში წასვლა არ მინდა, ლოგინში უწვებოდა, ჩემმა შვილმაც რამდენჯერმე ააგდო ლოგინიდანო" - თქვა მეორე მეზობელმა.

დანაშაულის შესახებ ცნობილი გუშინ გახდა - თელავის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში 26 წლის კაცი ბებიაზე სისტემატიური ძალადობის ბრალდებით დააკავეს. 

ირკვევა, რომ ახალგაზრდა კაცი, რომელსაც აღკვეთის ღონისძიების სახით უკვე პატიმრობა აქვს შეფარდებული, წარსულში მკვლელობის მცდელობისა და შემდეგ, ძარცვისთვის არის ნასამართლევი.

ბებიის მიმართ დანაშაულის ჩადენის დროს, ის პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×