რეზონანსი
26.04.2023

ცხადია, როდესაც ყოველდღიურად განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ხდება ჩვენი საგარეო ურთიერთობები და საგარეო თანამშრომლობა, უმაღლეს დონეზე ჩატარებული ეს ვიზიტი, უმაღლესი რანგის თანამდებობის პირებთან გამართული შეხვედრები და საპარლამენტო თანამშრომლობა არის უაღრესად დიდი მნიშვნელობის, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლოებათ დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხიელ სარჯველაძემ განაცხადა.

სარჯველაძემ კომენტარი გააკეთა შალვა პაპუაშვილის პრაღაში ვიზიტთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ევროპელმა ლიდერებმა საქართველოსადმი ურყევი მხარდაჭერა დააფიქსირეს.

„ვიზიტები არის შესაძლებლობა, პირდაპირი კომუნიკაცია გვქონდეს, მათ შორის ჩვენი ევროპელი პარტნიორი სახელმწიფოების დედაქალაქებთან. აქედან გამომდინარე, ვიზიტი უაღრესად წარმატებულია. ამისთვის, რა თქმა უნდა, მადლობა პირადად ბატონ შალვა პაპუაშვილს, მაკა ბოჭორიშვილს და მადლობა ყველა იმ კოლეგას, რომელიც ამ შეხვედრებზე აფიქსირებდა ერთმნიშვნელოვნად საქართველოს ურყევ მხარდაჭერას", - განაცხადა სარჯველაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×