რეზონანსი
27.04.2023

პარლამენტის წევრი, პარტიის "საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ბექა ლილუაშვილი ამბობს, რომ ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით, ოპოზიციის წევრების ნაწილის განცხადება ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს.

"მგონია, რომ რიგგარეშე არჩევნების ასე, უბრალოდ, მოლოდინების შექმნა, არ მგონია სწორი. კითხვის ნიშნებია ხოლმე, როდესაც გვესმის ვადამდელზე მოწოდება. რა სისტემით უნდა ჩატარდეს ვადამდელი, ისევ მაჟორიტარული სისტემით უნდა ჩატარდეს? ახლა რომ ჩატარდეს ვადამდელი, ამავდროულად, კონსტიტუციაში არის ჩანაწერი, რომ 2024 წელს მაინც უნდა ჩატარდეს ისევ არჩევნები.

ბევრი კითხვის ნიშანი დაისმის. მე ვფიქრობ, რომ თუ ვადამდელი არჩევნები უნდა ჩატარდეს, ეს დიდი პოლიტიკური შეთანხმების ნაწილი უნდა იყოს,"-განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×