რეზონანსი
27.04.2023

ფაქტობრივად თვითლუსტრაციას ახდენენ თავისი თავის, რეალობას მცირე ანალიზი რომ გავუკეთოთ ასეთია, დღევანდელ ოპოზიციას ელექტორალური კუთხით არ აქვს შანსი, არჩევნებში გამარჯვებას მიაღწიოს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში" ხელისუფლებაში დაბრუნებისთვის ერთადერთ ხსნას ხედავენ გარკვეული რევოლუციური სცენარების განხორციელებაში.

„რევოლუციური სცენარის განვითარების მთავარ ტრიგერად მიაჩნიათ, რომ საქართველომ არ მიიღოს მორიგ ჯერზე ის, რაც დამსახურებულად ეკუთვნის - კანდიდატის სტატუსი. ამიტომ, მთელი მათი პოლიტიკა მიმართულია, რომ რამენაირად ქვეყანამ არ მიიღოს მორიგ ჯერზე კანდიდატის სტატუსი და ეს გახდეს ერთგვარი ტრიგერი მორიგი არეულობისა. ფიქრობენ, რომ ამ მღვრიე წყალში შესაძლებელი იქნება გარკვეული წარმატების მიღწევა მათი მხრიდან", - განაცხადა ქადაგიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×