რეზონანსი
27.04.2023

№8 პენიტენციურ დაწესებულებაში პურის საცხობი ამოქმედდა. სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცნობით, საცხობში პატიმრები დასაქმდნენ, რაც მათთვის რეაბილიტაციის საშუალება და დამატებითი შემოსავლის წყაროა. საცხობი პურით მოამარაგებს თბილისის ტერიტორიაზე მოქმედ პენიტენციურ დაწესებულებებს.

პენიტენციურ სისტემაში საცხობები უკვე ფუნქციონირებს რუსთავის, ქსნისა და №14 (გეგუთის) დაწესებულებებში.

„სპეციალური პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულთა დასაქმების ხელშეწყობასა და საზოგადოებაში მათ ეფექტიან ინტეგრაციაზე ზრუნვას მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს", - აღნიშნულია სამსახურის პრესცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×