რეზონანსი
27.04.2023

როგორც ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე აღნიშნავს, ოპოზიცია ცდილობს სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობას ძირი გამოუთხაროს.

„ოპოზიცია ამ საქმის „გულშემატკივრობით" ცდილობს ძირი გამოუთხაროს სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობას, ამის გადასაფარად ამბობენ, რომ თითქოს ვინმეს რამის ეშინია. ყოველთვის უშიშრად ვიტყვი - ეს არის მიუღებელი და დაუშვებელი ინიციატივა, ეს არის ხელყოფა კონსტიტუციის, ფუნდამენტური პრინციპის, რაც გულისხმობს სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის პატივისცემას", - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

ოპოზიცია მომავალი სასესიო კვირისთვის ემზადება. მათ უკვე გაიარეს წინასწარი კონსულტაციებიც და პირობა დადეს, რომ 50 ოპოზიციონერი დეპუტატი მომავალ კვირისაც შეიკრიბება. მიზანი სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნაა. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მმართველი პარტია თავისი პოლიტიკით ევროპულ მომავალს აზიანებს, რასაც სახელისუფლებო გუნდი სპეკულაციას უწოდებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×