რეზონანსი
27.04.2023

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, უკრაინისთვის „ეფ-16"-ის ტიპის გამანადგურებლების მიწოდება რუსეთს შეაკავებს, ნაცვლად ესკალაციის პროვოცირებისა. ამის შესახებ კულებამ სოციალურ ქსელ „ტვიტერში" დაწერა.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩამოთვალა იარაღის სახეობებიც, რომელთა შესახებაც დასავლეთმა განაცხადა, რომ მათი უკრაინისთვის მიწოდება „რუსეთის პროვოცირებას გამოიწვევდა".

„შეიარაღების სახეობები, რომლებზეც გვითხრეს, რომ უკრაინისთვის მათი მიწოდება ესკალაციის პროვოცირებას გამოიწვევდა, თუმცა ეს არასდროს მომხდარა: არტილერია, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები, ტანკები, შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები. ასევე „ეფ-16"-ები. უკრაინისთვის „ეფ-16"-ების მიწოდება რუსეთს შეაკავებს, ნაცვლად მისი პროვოცირებისა. ნაბიჯის გადადგმის დროა", - წერს კულება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×