რეზონანსი
27.04.2023

„დაზარალებულად ცნობილი პირი, მთვრალი რენატა ბეგიაშვილი ცდილობდა ქმრისთვის დაზიანებები დანით მიეყენებინა" - ამის შესახებ მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე დაკავებულის ადვოკატმა, თეონა გვაზავამ განაცხადა.

მისი თქმით, შალვა იაშვილი დანაშაულს არ აღიარებს.

„საბედნიეროდ, სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილია არა ერთი პირდაპირი მოწმე, მათ შორის, დაზარალებულად ცნობილი პირის მეჯვარე და მისი სხვა უახლოესი მეგობრები, რომლებიც საგამოძიებო ორგანოს აწვდიდნენ ინფორმაციას, რომ შალვა იაშვილის მხრიდან ადგილი არ ჰქონია რაიმე სახის ძალადობას. პირიქით, დაზარალებულად ცნობილი პირი იმყოფებოდა ძლიერი ალკოჰოლური თრობის ქვეშ. პირველივე წუთებიდან შალვა იაშვილის მიმართ ავლენდა აგრესიას და სიტყვიერი შეურაცხყოფა გადაიზარდა ფიზიკურ კონფლიქტში. ის არ მოერიდა ცივი იარაღის გამოყენებას და დანის მეშვეობით ცდილობდა ბრალდებულისთვის დაზიანების მიყენებას. აღნიშნული ნივთმტკიცება - დანა ამოღებულია საგამოძიებო უწყების თანამშრომლების მხრიდან", - აცხადებს თეონა გვაზავა.

ცნობისთვის, რენატა ბეგიაშვილმა ყოფილი მეუღლე ძალადობაში სოციალური ქსელით რამდენიმე დღის წინ ამხილა. 38 წლის შალვა იაშვილი დანაშაულს არ აღიარებს.

წყარო: "დაიჯესტი"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×