რეზონანსი
27.04.2023

ცნობილმა პოლონელმა მსახიობმა მარჩინ ბოსაკმა, ვარშავის ცენტრში მასზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა. ცნობილ არტისტს ფიზიკურად არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით გაუსწორდნენ. ეჭვმიტანილი საქართველოს მოქალაქეა. ის თანამზრახველთან ერთად პოლიციამ უკვე დააკავა.

თავად მსახიობმა მომხდარის შესახებ ადგილობრივი ტელევიზიის ეთერშიც ისაუბრა. მისი თქმით, ბრალდებული საქართველოს მოქალაქე "უბერის" ტაქსის მძღოლია. ინციდენტის მიზეზი კი საავარიო სიტუაცია გახდა.

მსახიობის ცემაში ბრალდებული 40 წლის მამაკაცია, სახელად რუსლანი. მას წინასწარი სამთვიანი პატიმრობა უკვე შეუფარდეს.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც პოლონეთში ძალადობის ბრალდებით ტაქსის ქართველი მძღოლი დააკავეს. რამდენიმე დღის წინ კლიენტზე ძალადობისთვის ხელბორკილები ასევე საქართველოს მოქალაქეს დაადეს.

პოლონეთის სასამართლოში განიხილება მგზავრებზე სექსუალური ძალადობის რამდენიმე საქმეც, სადაც ბრალდებულები ასევე "უბერისა" და "ბოლტის" კომპანიების ქართველი მძღოლები არიან. გახშირებული შემთხვევების გამო, ტაქსის მძღოლებისთვის ლიცენზირების გამკაცრებას განიხილავენ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×