რეზონანსი
27.04.2023

დონალდ ტრამპი, რომელიც ამერიკის პრეზიდენტობას კვლავ აპირებს, ისევ სკანდალის ეპიცენტრშია. ამჯერად შტატების 45-ე პრეზიდენტს გაუპატიურებაში ადანაშაულებენ. ცნობილი მოდის კრიტიკოსი ჯინ ქეროლი ირწმუნება, რომ ტრამპმა მასზე სექსუალურად 1996 წელს, მაღაზია "ბერგდორფ გუდმანის" გასახდელში იძალადა.

ქალი ყვება, რომ კიდევ მეტი ზიანი მიიღო მაშინ, როდესაც ტრამპმა ბრალდება უარყო და სიცრუეში დაადანაშაულა. საქმე სამოქალაქოა და ის ნიუ-იორკში განიხილება.

ტრამპის წინააღმდეგ დაწყებული ახალი საქმე ხელს ამერიკის მოქმედ პრეზიდენტ ჯო ბაიდენს აძლევს, რომელიც ასევე აპირებს პრეზიდენტობას. განცხადება ტრამპის შესახებ შტატების პრეზიდენტმა, ჯოზეფ ბაიდენმა გააკეთა.

"მე მას კარგად ვიცნობ და ვიცი ის საფრთხეც, რომელსაც ის ჩვენი დემოკრატიისთვის წარმოადგენს. ამ გზაზე ერთხელ უკვე ვიყავით," - ამბობს ბაიდენი.

დონალდ ტრამპი კი ბაიდენს, ამერიკის ისტორიაში ყველაზე უარეს პრეზიდენტს უწოდებს.

"აიღეთ ამერიკის ისტორიაში 5 ყველაზე უარესი პრეზიდენტი. მათ ერთად არ მიუყენებიათ ქვეყნისთვის ისეთი ზიანი, როგორიც ბაიდენმა ამ მოკლე ვადაში მიაყენა. ბაიდენმა შეარცხვინა ქვეყანა მსოფლიო არენაზე. დაიწყო ყველაზე სამარცხვინო ავღანეთის კატასტროფით. ის ბევრს ნიშნავდა ჩვენი მტრებისთვის, როდესაც ამ საშინელ უკან დახევას უყურებდნენ. რუსეთი ჩინეთთან გაერთიანებულია. ირანს ბირთვული ბომბის დამზადებისგან დღეები აშორებს. უკრაინა შეჭრის გამო განადგურებულია, რაც არასოდეს მოხდებოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი. ჯო ბაიდენმა მესამე მსოფლიო ომის ზღვარზე მიგვიყვანა. ამ ყველაფერს აგვირგვინებს ის, რომ ბაიდენი ამერიკის ისტორიაში ყველაზე მეტად კორუმპირებული პრეზიდენტია," - განაცხადა დონალტ ტრამპმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×