რეზონანსი
28.04.2023

რუსთავში CO-თი ახალგაზრდა გარდაიცვალა. "ინფო რუსთავის" ცნობით, VII მიკრორაიონის ერთ-ერთ კორპუსში 25 წლამდე მამაკაცი ბუნებრივი აირის ნამწვით გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ბინაში ბუნებრივი აირის ნამწვი წყლის გამათბობელიდან დაგროვდა. ბიჭი ოჯახის წევრების ზარებს არ პასუხობდა, რის შემდეგაც მისამართზე მაშველები გამოიძახეს. ბინაში შესულ სამართალდამცავებს კი ახალგაზრდა გარდაცვლილი დახვდათ.

ადგილზე მობილიზებული იყო კრიმინალური პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

ინფო რუსთავი

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×